21/10/2021
10:01
პოლიტიკა
“მე მტოვებს” – კითხულობს ნოდარ რაზმაძე მას შემდეგ, რაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ და მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ კოალიციური მთავრობა წარადგინა და თავისი კადრები ჩამოთვალა, რომელთაც სხვადასხვა სამსახურების უფროსებად დანიშნავს.
ნიკა მელიამ მამუკა ხაზარაძის გარდა, დედაქალაქის მერის მოადგილეობის კანდიდატებად ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე დაასახელა.
ნიკა მელიამ თბილისის მერიის სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგეობების კანდიდატებიც დაასახელა. მათ შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, მოძრაობა „დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“, აგრეთვე „ევროპული საქართველოსა“ და ნინო ბურჯანაძის პარტიის, „ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენლები.
„ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურს უხელმძღვანელებს სოფო ჯაფარიძე, „ნაციონალური მოძრაობა“; კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს – მედეა მეტრეველი, პარტია „ლელო“; „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ნონიაშვილი უხელმძღვანელებს ანტიკორუფციულ მიმართულებას, იგივე შიდა აუდიტის სამსახურს; შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელად იქნება მამუკა აჩბა, პარტია „ერთიანი საქართველო“; მუნიციპალურ ინსპექციას – დიმიტრი ბიძინაშვილი, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“; იურიდიულ სამსახურს უხელმძღვანელებს გიგა ლემონჯავა, პარტია „დროა“; მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იქნება დავით ლაგვილავა, „ნაციონალური მოძრაობა“; ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი – ვასო ურუშაძე; თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი იქნება ნიკა ვაჩეიშვილი; „თბილსერვის ჯგუფს“ უხელმძღვანელებს ბესო გაზდელიანი; გლდანის გამგებელი იქნება თენგიზ გიორგაძე, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“. ნაძალადევის გამგებელი იქნება ლევი დემეტრაშვილი; დიდუბის გამნგეობას ჩაიბარებს დავით ნაფეტვარიძე; ჩუღურეთის გამგეობას ჩაიბარებს კახა ჟღენტი; ვაკის გამგებელი იქნება პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი საბა ბუაძე; საბურთალოს გამგეობას ჩაიბარებს ოთარ თავართქილაძე, პარტია „ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელი; ისნის გამგეობას უხელმძღვანელებს ლანა გალდავა, პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი; სამგორის გამგეობას უხელმძღვანელებს გულიკო ზუმბაძე; კრწანისის გამგეობას უხელმძღვანელებს რომეო ფარულავა; მთაწმინდის მომავალი გამგებელი იქნება თამაზ დათუნაშვილი, პარტია „ლელო“; ხოლო არქიტექტურის სამსახურს უხელმძღვანელებს ანა ბიბილაშვილი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
0
0