
წმინდა ქალაქ იერუსალიმის და სრულიად პალესტინის, სირიის, არაბეთის, იორდანის, გალილეის კანისა და წმინდა სიონის პატრიარქის - უწმინდესი და უნეტარესი კირ თეოფილოს მესამის სურვილით, გუშინ, იერუსალიმის საპატრიარქოში შოთა რუსთაველის ბიუსტი დაიდგა;
ბიუსტის ავტორი მოქანდაკე, ილია ჭავჭავაძის პრემია "საგურამოს" ლაურეატი - გიორგი კიკვაძეა;
რუსთაველის ბიუსტი ქუთაისის საპატიო მოქალაქის, ექიმისა და ქველმოქმედის - მერაბ კვიცარიძის დაფინანსებით დაიდგა. პროექტის ორგანიზატორი და სულის ჩამდგმელი კი, ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი, მერაბ მიხაელია.
პროექტის მხარდამჭერია ქართული კულტურის დესპანი ისრაელში - რობერტ ადარი.
მერაბ მიხაელი საქართველოში დაბადებული ქართველი ებრაელია.
“თეოფილოს მესამემ შოთას ბიუსტი, იერუსალიმის საპატრიარქოში, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით, თავისთან ახლოს და ქრისტეს ქანდაკების გვერდით მოათავსა; პატრიარქის კურთხევით, ამ სასიხარულო პროცესს, მხოლოდ მოქანდაკე, მე და მერაბ კვიცარიძე ვესწრებოდით; მე ბედნიერი ვარ ამ ამბით და დიდი სიხარულით გიზიარებთ; ბიუსტი პატრიარქის მიერ გამოყოფილ ადგილას, საპატრიარქოს შესასვლელში, ქრისტეს ქანდაკების გვერდით მოთავსდა” - განუცხადა მერაბ მიხაელმა “პრაიმტაიმს”.
0
0