24/12/2021
18:25
პოლიტიკა
კახა კუჭავამ მომავალ პარლამენტის თავმჯდომარეს წარმატებები უსურვა.
„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო სპიკერის თანამდებობა. რა თქმა უნდა, ეს არ არის ორი-სამი დღის გადაწყვეტილება, დაახლოებით თვეა, ჩვენს გუნდთან, ლიდერებთან ერთად ამ საკითხზე გვქონდა საუბარი. შორს არსად მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში ჩემს გუნდთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ირაკლიმ ახსენა, თუმცა რა თქმა უნდა, დეტალებზე ჩვენ აქ არ ვისაუბრებთ, რადგან მომავალ წელს თქვენ უფრო მეტ დეტალს გაიგებთ იმ პროექტთან, მიმართულებასთან დაკავშირებით, რომელსაც ვუხელმძღვანელებ. რა თქმა უნდა, ეს ახსნის იმ მიზეზებს, რომლებზეც არ შეგვიძლია, ბოლომდე ვისაუბროთ. პარლამენტი არის ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
არ იყო მარტივი პერიოდი, რომელიც გავიარეთ. შევეცადე, ვყოფლიყავი ყველას თავმჯდომარე. დიდწილად შევძელი ამის გაკეთება. დიდი მადლობა ყველა თანამშრომელს თავიანთი პროფესიონალიზმისთვის. რა თქმა უნდა, ჩემს გუნდს დიდი მადლობა, პირადად ირაკლი კობახიძეს. ჩემთვის დიდი პატივი იყო, ეს ტვირთი მეტარებინა. ბევრი საინტერესო ახალი პროექტი დავიწყეთ, რომელსაც დარწმუნებული ვარ, შალვა პაპუაშვილი წარმატებით განახორციელებს და ბევრ სიახლესაც შემოგთავაზებთ. ის ჩემი კოლეგა, მეგობარია. წარმატება მინდა ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, რომ ამ წარმატებით მთლიანად ვიზეიმებთ გუნდი და მთლიანად საქართველო“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
0
0