05/01/2025
17:55
მსოფლიო
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან ვიზიტის შესახებ გერმანიის ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უარყოფს და მათგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ პრესსპიკერს, როდერიხ კიზევეტერს მიმართა და მოუწოდა, ბოდიში მოუხადოს კანცლერს.
ამასთან, სოციალურ-დემოკრატიული პარტიის გენერალურმა მდივანმა, მათიას მირშმა ბერლინში პარტიის პოლიტიკური პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მოუწოდებს კიზევეტერს დაუყოვნებლივ წაშალოს განცხადება, რომელიც შოლცის პუტინთან შეხვედრას ეხება.
გერმანიის მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ პრესსპიკერმა უსაფრთხოების საკითხებში, როდერიხ კიზევეტერმა განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი 23 თებერვლის საპარლამენტო არჩევნებამდე, შესაძლოა, კრემლის ლიდერ, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.
შეგახსენებთ, 2024 წლის ნოემბერში გერმანიის კანცლერი ბოლო ორი წლის განმავლობაში ვლადიმერ პუტინს პირველად ესაუბრა.
0
0