
ევროკავშირის ელჩის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებებზე და ზოგადად, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ვერ ჩაერევა, შეფასებები კეთდება ოპოზიციაში.
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანი, გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ ელჩები ისინი არ ერევიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში.
"შიდა პოლიტიკურ საკითხებზე ელჩები არ საუბრობენ. ისინი არ ერევიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, ვინ რაში უნდა მიიღოს მონაწილეობა და არ უნდა მიიღოს მონაწილეობა", – ამბობს გრიგოლ გეგელია.
აპირებს თუა რა 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ ეს არ არის საკითხი, რომელიც მათთვის ამ მომენტში საინტერესოა.
"ჩვენ ყველანი ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ მივიღოთ ახალი საპარლამენტო არჩევნები და ამ არჩევნების გზით შევცვალოთ არალეგიტიმური ხელისუფლება. თუ არ ჩაინიშნა ახალი საპარლამენტო არჩევნები არ განიმუხტება არც ის პოლიტიკური კრიზისი," - აცხადებს გრიგოლ გეგელია.
"სტრატეგია აღმაშენებელის" დამფუძნებელი, კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ამ პირობებში ვერანაირი არჩევნები ვერ ჩატარდება.
"ღრმა პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში. ამ პირობებში ვერანაირი არჩევნები ვერ ჩატარდება. მივიღებთ შემდგომ საერთო ეროვნულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენი პასუხისმგებლობა არის დავდოთ ის, რაც განმუხტავს კრიზისს. კრიზისს სხვა ვერაფერი ვერ განმუხტავს. ჩვენი გზა არის ახალი არჩევნები ახალი წესებით", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
0
0