23/03/2023
12:44
პოლიტიკა
დავით გარეჯის საქმეზე, ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. იკითხება ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე, მესაზღვრე, რომელიც სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ საზღვრებზე არსებულ ვითარებაზე საუბრობს.
მოწმე 2006-7 წლებში, იმ პერიოდში როდესაც ორი ქვეყნის საზღვრის დამდგენი კომისია სასაზღვრო ხაზებს ათანხმებდა, ამ ტერიტორიაზე საზღვარს იცავდა.
საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა, ივერი მელაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა ტერიტორიასთან დაკავშირებულ მოვლენებზეც - ის ამბობს, რომ შეზღუდვები, რომელიც ახლა მოქმედებს, 2019 წელს დაწესდა :
"შეზღუდვები, როგორც ასეთი, შეიქმნა 2019 წელს. ახლაც, იმ თხემს ვერ მიუახლოვდები - ჯერ ჩვენი მესაზღვრე რომ იცავს და შემდეგ მათი. ეს მოჰყვა იმ არასასურველ მოვლენებს, რაც არ უნდა განვითარებულიყო. პრეზიდენტი ავიდა, სურათები გადაიღო, გადავიდა იქით მხარეს მეორე მხარესთან შეუთანხმებლად და მოჰყვა ეს გამწვავება ამას. გარდა ამისა, შემდეგ იქ დროშებით ავიდნენ ვიღაცები..." - ამბობს ივერი მელაშვილი.
0
0