11/12/2024
13:03
მსოფლიო
საფრანგეთში ემანუელ მაკრონის შუამავლობით გამართულ შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ მას სურს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა და მოლაპარაკებები ომის სწრაფად დასასრულებლად, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
გარდა ამისა, როგორც წყარომ განაცხადა, ზელენსკიმ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მშვიდობას სჭირდება გარანტიები და მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა საკმარისი არ არის, რადგან პუტინს შეუძლია, ისევ დაარღვიოს ის, როგორც ამას აქამდე აკეთებდა.
კითხვაზე, თუ როგორ მიიღეს ეს განცხადება, წყარომ ტრამპზე მითითებით თქვა,რომ „ის ყველა დეტალზე ფიქრობს“.
როგორც ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, მაკრონი და ზელენსკი „ერთსა და იმავე მხარეს იყვნენ პარიზში გამართულ შეხვედრაზე, მაგრამ ცდილობდნენ, ისე არ გამოჩენილიყო, თითქოს ტრამპის კუთხეში მიმწყვდევას ცდილობდნენ“.
მათ წარმოადგინეს სიტუაციის ხედვა და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე კიევისთვის სიტუაცია ძალიან რთული იქნება. მაკრონმა ასევე გამოიყენა შეხვედრა იმის დასამტკიცებლად, რომ ევროპელებმა უკვე ბევრი გააკეთეს უკრაინის მხარდასაჭერად და ისინი ასევე მზად არიან, უსაფრთხოების ტვირთი უფრო თანაბრად გაიზიარონ შეერთებულ შტატებთან.
„როიტერის“ ინფორმაციით, მაკრონმა და ზელენსკიმ ასევე აუხსნეს ტრამპს, რომ პუტინი 2024 წელს არ არის ისეთივე, როგორიც იყო 2017 წელს, მისი საპრეზიდენტო ვადის დროს.
0
0