17/12/2024
23:31
მსოფლიო
შეწყვიტეთ სპეკულაციები უკრაინის შესაძლო მარცხის შესახებ, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ლვოვში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტუსკის თქმით, „უახლოეს ხანში მოსალოდნელია დიდი თამაში უკრაინის, პოლონეთისა და ევროპის მომავლისთვის“.
„ჩვენ ყველამ, გამონაკლისის გარეშე უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას ამ დროს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. დავუჭიროთ მხარი მშვიდობისთვის, რომელსაც ყველა ველოდებით. არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად, ჩვენ ეს ვიცით და ევროკავშირში არავის სურს მშვიდობა პოლონეთზე მეტად“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ასეთი მშვიდობა შესაძლებელი იქნება მაშინ, როდესაც მშვიდობა იქნება სამართლიანი, ეს კი, ტუსკის თქმით, მაშინ მოხდება, როდესაც მთელი დასავლური სამყარო გააერთიანებს ძალისხმევას.
„შეწყვიტეთ სპეკულაციები მსოფლიოს ნებისმიერი დედაქალაქიდან უკრაინის შესაძლო მარცხის გარშემო, ამას არაფერი აქვს საერთო ფაქტებთან“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
24/01/2025