08/11/2022
14:15
პოლიტიკა
შეუძლებელია ენდო კვლევას, თუ ოდნავ მაინც საღ აზრზე ხარ, სადაც ნინო ლომჯარია უფრო რეიტინგულია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი, - ასე გამოეხმაურა “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიშია IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს.
მისი თქმით, ამ კვლევაში სხვა მაჩვენებლებიც მიუთითებს პრობლემურობაზე, მაგალითად ის, რომ მიხეილ სააკაშვილს უფრო ნაკლები რეიტინგი აქვს, ვიდრე მის თანაპარტიელებს, რომლებიც, მისივე მოსაზრებით, ახლოსაც ვერ მივლენ სააკაშვილთან ხალხის მხარდაჭერის თვალსაზრისით.
„მე არ მინდა რაიმე ტიპის პრეტენზიებით ვილაპარაკო პროცენტებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ დაგვიწერეს, ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა ამ წუთას. მე უფრო მიკვირს ქართული მედიის დამოკიდებულება ამ კვლევებთან დაკავშირებით. მაგალითად, ჩვენ 2 პროცენტი გვქონდა და არავინ გაგვაშუქა და იყო პარტიები, რომლებსაც 1% ჰქონდათ და ტელევიზიებიდან არ ჩამოსულან. მე მაინტერესებს, ასეთი რამეები შემთხვევით ხდება თუ გვებრძვიან? მაგრამ საბოლოო ჯამში, მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ შეუძლებელია ენდო კვლევას, თუ ოდნავ მაინც საღ აზრზე ხარ, სადაც ნინო ლომჯარია უფრო რეიტინგულია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი", აცხადებს იაგო ხვიჩია.
0
0