
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას, რომ ის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდეს, პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა.
ჩერგოლეიშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებით, ოპოზიციური პარტიების შეთანხმება დაირღვა.
"გარდა იმისა, რომ პრინციპულად არასწორია პარლამენტს არალეგიტიმურს უწოდებდე და ამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ლეგიტიმაციას აძლევდე.
ჩემთვის მთავარი პრობლემა ისაა, რომ შეთანხმება დაირღვა.
როგორც ჩანს, როცა შევთანხმდით, გახარიას წარმომადგენელი ვერ ხვდებოდა ბიძინას ამოცანას, რომ საგამოძიებო კომისიით ყველა ერთ ქვაბში უნდა ჩაეყარა, არ იფიქრა რომ გახარიასაც დაუძახებენ და ამიტომ დათანხმდა.
შეცდომა დავუშვი, რომ გახარიასთან შეთანხმება შეთანხმებად მივიღე და მომავალში აღარ დავუშვებ", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
0
0