30/12/2024
10:59
პოლიტიკა
შესაძლოა, სანქციების მასშტაბმა და სიმკაცრემ ის მოლოდინები ვერ გაამართლა, რომელიც ჩვენს ამ ბედოვლათ ოპონენტებს ჰქონდათ, - განაცხადა სანქციებზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.
მანვე ისაუბრა საპროტესტო გამოსვლებსა და ოპოზიციის მიერ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნასაც.
„არავითარი არჩევნები!“, - ამბობს მაგალითად ცისკარიშვილი - „არჩევნებს ისევ მოგვიგებენ“, იმას არ ამბობს, მაგრამ ასე გამოდის. „ხელისუფლება უნდა ჩამოინგრეს, ვინც დასაჭერია, უნდა დაიჭირონ, ვინც დასახვრეტია, უნდა დაიხვრიტოს; ვისაც რაც წასართმევი აქვს, წაართვან - სიცოცხლე, მატერიალური, ღირსება, თავისუფლება და ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს არჩევნები“ - ეს მათი პროექტია. ვინც ქუჩაშია გამოსული, იმათ პირდაპირ ვერ ეუბნებიან, რადგან არ უნდათ, რომ დაიშალოს ეს ხალხი - ვინც დაარწმუნეს, რომ არჩევნების გაყალბება მართლაც შესაძლებელია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ
0
0