-share.jpg)
ისრაელის ფინანსთა მინისტრის ბეზალელ სმოტრიჩის განცხადებით, ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების დაბლოკვა შეიძლება "გამართლებული და მორალური იყოს" მაშინაც კი, თუ ეს ორი მილიონი მშვიდობიანი მოქალაქის შიმშილით სიკვდილს გამოიწვევს.
როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის წარმომადგენელმა, ნაციონალისტურ-რელიგიური ბლოკის ლიდერმა ბეზალელ სმოტრიჩმა განაცხადა, საერთაშორისო ზეწოლა იმას ნიშნავს, რომ, ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველყოფის გარდა, ისრაელს „სხვა არჩევანი არ აქვს“.
ასევე, ისრაელში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა აღნიშნა, რომ ომის გახანგრძლივების მთავარი ფაქტორი „ჰამასისთვის“ გაწეული დახმარებაა.
„ამჟამინდელ გლობალურ რეალობაში ჩვენ ომის მართვა არ შეგვიძლია. თუ ჩვენი მძევლები არ დაგვიბრუნდებიან, არავინ მოგვცემს უფლებას, რომ ორი მილიონი მშვიდობიანი მოქალაქე შიმშილით დავხოცოთ, თუნდაც ეს გამართლებული და მორალური ქმედება იყოს. ჰუმანიტარული ქმედება ჰუმანიტარული ნაბიჯების სანაცვლოდ მორალურად გამართლებულია, მაგრამ რა ვქნათ? ჩვენ დღეს ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, რომ ამ ომის საერთაშორისო ლეგიტიმაციაა საჭირო“, - თქვა გალანტმა.
0
0