04/09/2022
14:00
პოლიტიკა
ასეთი შესაძლებლობა, როდესაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები ფიზიკურად არიან თბილისში, ჩემი და ჩემი მეგობრების მხრიდან იქნება მაქსიმალურად გამოყენებული, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ნიკა მელიას ინფორმაციით, სხვადასხვა ტიპის შეხვედრები სხვა ევროპელ პარტნიორებთანაც გაიმართა, რაც მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.
„სხვადასხვა ტიპის შეხვედრები იყო ჩვენს პარტნიორებთან. გუშინაც გვქონდა შეხვედრები და დღის განმავლობაშიც გვექნება, ეს ყველაფერი გაგრძელდება ხვალაც და ზეგაც. რა თქმა უნდა, ასეთი შესაძლებლობა, როდესაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები ფიზიკურად არიან თბილისში, ჩემი და ჩემი მეგობრების მხრიდან იქნება მაქსიმალურად გამოყენებული“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძის განცხადებით, შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს 12- პუნქტიანი გეგმის შესრულება და "ქართული ოპოზიციის" უახლოესი გეგმები წარმოადგენდა. მისივე თქმით, საუბარი შეეხო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეებსაც.
0
0