10/11/2021
12:27
პოლიტიკა
დაპირისპირება ხაბეიშვილის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც საზოგადოებას მიმართა ეკითხათ კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილისთვის, თუ როგორ შეძლო მილიონებად შეფასებული ქონების შეძენა.
საპასუხოდ თემურ კუპატაძემ ხაბეიშვილს „კამერებთან კეკლუცი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ყველაფერი დეკლარაციაშია მითითებული.
„ეს არის კამერებთან კეკლუცი ადამიანი, შენ კეკლუცობ კამერებთან. შენ ხარ კეკლუცი მოცეკვავე კამერებთან, მეტი არაფერი. შენ ჩინოვნიკი რომ გახდები, ვერასდროს ვერაფერს ვერ გააკეთებ. შენ ხარ ინტრიგანი, პროვოკატორი ადამიანი. შენ ხარ უზრდელი, რომ დაიბადე იმის მერე,“- ასე მიმართა თემურ კუპატაძემ ლევან ხაბეიშვილს.
ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრო ერთ-ერთი ლოკაციაა, სადაც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს, რომლის მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანაა.
0
0