05/06/2023
21:38
სამართალი
"შემოვიდა შეტყობინება, რომ შენობაში შეიძლება იყოს ასაფეთქებელი ნივთიერება", - ამის შესახებ "თბილისი ცენტრალის" დირექტორი, ლევან ყარალაშვილი საუბრობს. მისი თქმით, სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელობამ ელექტროულ ფოსტაზე გამაფრთხილებელი შეტყობინება დაახლოებით 18:00 საათზე მიიღო.
''შეტყობინება შემოვიდა დღის 6 საათზე, ელექტრონული ფოსტით, რომ შენობაში შეიძლება იყოს განთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერება. ჩვენ გვაქვს გაწერილი პროტოკოლი, რომელის მიხედვითაც მოხდა ყველა ობიექტის ინფორმირება. შენობის ევაკუაცია და დღეს დღეობით შენობა არის დაკეტილი. რა თქმა უნდა შესაბამისი შეტყობინება გავაგზავნეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში და ველოდებით რეაგირებას.''- აცხადებს ლევან ყარალაშვილი.
შეგახსენებთ, დღის მეორე ნახევრიდან ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს თბილისის სავაჭრო ცენტრები დანაღმულია. „ისთ ფონთში“ ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო, სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია მიმდინარეობს. ცენტრი ხვალ დილამდე დაიხურა.
მანამდე მსგავსი შეტყობინებები სასამართლოს შენობებს მთელი საქართველოს მასშტაბით დაეგზავნა, რასაც თანამშრომლების ევაკუაცია მოჰყვა.
0
0