
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას არ გამორიცხავს.
„ჩვენ გვჯერა, რომ შემდეგი ნაბიჯი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში იქნება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ელჩების გაცვლა“, - განუცხადა მან „როსიისკაია გაზეტას“.
ეს, მისივე თქმით, ეს შესაძლებელს გახდის, სხვა საკითხებთან ერთად, ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის სრულფასოვანი საკონსულო მხარდაჭერის არსებობას.
„ასეთი ნაბიჯის შესაძლებლობაზე მიუთითებს საქართველოს თავშეკავებული პოზიცია უკრაინის საკითხზე, მისი ერთგულება დემოკრატიული პრინციპების მიმართ. ჩვენს ხალხებს მჭიდრო კავშირები აქვს, გვაქვს საერთო სულიერი და მორალური ღირებულებები, კულტურა“, - აღნიშნა სერგეი გავრილოვმა.
0
0
მოიგე 2 კაციანი საგზური FORMULA 1-ზე ბაქოში
09/06/2026