-share.jpg)
პარლამენტი გადააყენებს თუ არა პრეზიდენტს თანამდებობიდან, ამის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით შეიქმნა პრეცედენტი, რომლის საფუძველზე არა მხოლოდ მოქმედ პრეზიდენტს, არამედ შემდეგ პრეზიდენტებსაც, რომლებიც იქნებიან არჩეული, ფაქტობრივად, ბურთი ექნებათ პირში ჩაჩრილი. ისინი ვერაფერს მოიმოქმედებენ მთავრობის თანხმობის გარეშე. ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა კითვაზე: რა შედეგი მიიღო ქვეყანამ პრეზიდენტის კონსტიტუციის დარღვევა-არდარღვევის ფაქტზე მსჯელობით?
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით შეიქმნა პრეცედენტი, რომლის საფუძველზე არა მხოლოდ მოქმედ პრეზიდენტს, არამედ შემდეგ პრეზიდენტებსაც, ფაქტობრივად, ბურთი ექნებათ პირში ჩაჩრილი.
„ისინი ვერაფერს მოიმოქმედებენ მთავრობის თანხმობის გარეშე
ვერც მთავრობის მიერ აღიარებული პოლიტიკის მხარდაჭერას განახორციელებს მთავრობის გარეშე და ვერც საწინააღმდეგო პოზიციას გამოთქვამს სხვა სახელმწიფოს ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობისას, თუკი მას ასეთი შეხედულება ექნება. სწორედ ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. სრულიად გაუგებარია რატომ შეიძლება ახშობდეს პრეზიდენტის აზრის, დამოკიდებულების გამოთქმის შესაძლებლობას.
საუბარი არ მაქვს პრეზიდენტის ისეთ წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე, რომელსაც სახელმწიფოსთვის შეიძლება მოჰყვეს რაიმე ვალდებულების დადგენა. ამაზე არაა საუბარი. ასეთი ქმედება, ცხადია პრეზიდენტმა მთავრობასთან უნდა შეათანხმოს. საუბარი სხვა რამეზეა.
პრეზიდენტის მოქმედების შინაარსი ხომ იყო იმ პოლიტიკის ხელშეწყობა, რომელიც პარლამენტს გამოცხადებული აქვს, ვგულისხმობ ევროინტეგრაციას, რომელიც ფორმალურად მაინც გამოცხადებული აქვს მთავრობას და რომელიც განსაზღვრულია კონსტიტუციით. ასეთი მოქმედებების შესაძლებლობაც აღარ ექნება პრეზიდენტს მთავრობის თანხმობის გარეშე.
სამწუხაროდ, რეალობა ის არის, რომ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის იქნა ცუდი ურთიერთობა, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შედეგი იქნება პრეზიდენტის სრული იზოლირება საგარეო ურთიერთობების სფეროში“ - განაცხადა ხმალაძემ.
0
0