
ოპოზიციონერი დეპუტატის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, პროცესები ისე მიდის, რომ შეიძლება ოპოზიციას მანდატების დატოვებაც მოუწიოს, თუმცა ეს ახლა რომ გაკეთდეს,„უაზრო გამოსვლა ერქმევა“. ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
"მე სულ ვიყავი იმის მომხრე, რომ დაგვეტოვებინა პარლამენტი, ვერ მოხერხდა, მაგრამ ახლა პირველი, ვისაც უნდა, რომ ოპოზიციამ დატოვოს პარლამენტი, ესენი არიან. ამიტომ იწვევენ ჩვენს მამაკაცებს თუ ქალებს მუდმივად ჩხუბზე ან მაშინ არ არიან ჯანმრთელად. როგორც კი ახლა გამოხვალ, ამ წამს, უაზრო გამოსვლა ერქმევა ამას. გამოსვლას რა უდგას წინ? მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, რომ შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ერთად და ჭკვიანურად“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
0
0
ტრამპი: უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება
10/10/2026