12/06/2024
08:59
სამართალი
გვიან ღამით, მარტვილში , სოფელ ბალდაში საპროტესტო კარავში მყოფი ორი ადამიანი დაჭრეს.
როგორც ირკვევა, დაჭრილები ძმები არიან და ისინი შვიდ თვეზე მეტია, კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ სხვა ადგილობრივებთან ერთად.
არსებული ინფორმაციით , სხეულის სხვადასხვა არეში ერთ-ერთ დაჭრილ მამაკაცს 7 ჭრილობა აქვს მიყენებული, ხოლო მსუბუქი დაზიანებები აქვს მეორე პირს.
ვრცელდება ინფორმაცია , რომ თავდამსხმელები სანადირო თოფებით და დანებით იყვნენ შეიარაღებული.
ბალდის კანიონის მცველი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
"გინებით მოგვივარდნენ კარავში, შეურაცხყოფები რა თქმა უნდა, გინებები, ერთი ამბავი, ტყვიებით სავსე ქამრით, დანებით, დანები თუ ჰქვია მაგას, ხანჯლებით, წავიდა გაწევ-გამოწევა, წავართვით დანები, მერე დამირეკეს, რომ დაჭრილია ერთი ადამიანი, მანქანაზე დავჯექი, წამოვიყვანეთ მარტვილის საავადმყოფოში, მანამდე დაჭრეს, მერე მოვიდნენ ჩვენთან, ალბათ ნასვამები იყვნენ", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
სავარაუდო დამნაშავეები, ორი პირი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები, ბალდის კანიონის "კანიონ- 350-ის" მფლობელის, მამუკა მერკვილაძის ახლობლები არიან.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 151 მუხლებით მიმდინარეობს .
0
0