
შეგვიძლია, შემდეგ კვირას კენჭი ვუყაროთ იუსტიციის საბჭოს ოთხ კანდიდატს. ოპოზიციას შეუძლია, საქმით დაამტკიცოს, რამდენად სერიოზულია მათი სიტყვა, რომ კანდიდატის სტატუსი სურთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის შესრულება სრულად ოპოზიციის ხელშია.
„კენჭსაყრელ საკითხებში დამატებულია იუსტიციის საბჭოს ოთხი კანდიდატი, რომელიც მესამე ტურში გავიდა და შეგვიძლია, შემდეგ კვირას ვუყაროთ კენჭი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მივმართო ოპოზიციას, ეს არის მომენტი, როდესაც 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის შესრულება სრულად ოპოზიციის ხელშია. უმრავლესობა მობილიზებული იყო წინა კვირასაც, მომავალ კვირასაც იქნება მობილიზებული. არის ოთხი კანდიდატი და საჭიროა სულ მცირე, 90 ხმა. საჭიროა, ოპოზიციამაც აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე თორმეტი რეკომენდაციის შესრულებით. იმედია, მომავალ კვირას ამ პასუხისმგებლობით მიუდგებიან საკითხს. კიდევ ერთხელ მომავალ კვირას იქნება მომენტი, როდესაც ოპოზიციის და მხოლოდ ოპოზიციის ხელში იქნება ამ რეკომენდაციის შესრულება. ვნახოთ, რამდენად პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ამ საკითხს. როცა ამბობენ, რომ სურთ კანდიდატის სტატუსი, რეკომენდაციების შესრულება, ახლა შეუძლიათ, საქმით დაამტკიცონ, რამდენად სერიოზულია მათი სიტყვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0