
ჩინეთის განსუს პროვინციაში, ტყვიით მოწამვლის გამო 200-ზე მეტი ბავშვი საავადმყოფოში მკურნალობს მას შემდეგ, რაც სკოლის შეფ-მზარეულებმა კერძის დეკორაციისთვის უვარგისი საღებავი გამოიყენეს.
ანალიზებმა აჩვენა, რომ ქალაქ ტიანშუის საბავშვო ბაღიდან აღებული საკვების ნიმუშებში ტყვიის დონე 2000-ჯერ აღემატებოდა ეროვნული უსაფრთხოების ზღვარს. ინციდენტთან დაკავშირებით, 8 ადამიანი დააკავეს.
233 ბავშვს, ორთქლზე მომზადებული წითელი ფინიკის ნამცხვრის, ძეხვისა და სიმინდის ფუნთუშას ჭამის შემდეგ, სისხლში ტყვიის მაღალი დონე აღმოაჩნდა. პოლიციის განცხადებით, სკოლის დირექტორმა სამზარეულოს პერსონალს საღებავის ონლაინ შეძენა სთხოვა. ბავშვების ავად გახდომის შემდეგ, ოფიცრებმა დამალულ მარაგებს მიაგნეს. საღებავი საკვებად უვარგისი აღმოჩნდა.
ჩინეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელიც სამზარეულოში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერებიდან იყო გადაღებული და სადაც ჩანს, როგორ ამატებენ მზარეულები საკვებს საღებავის პიგმენტს.
ტოქსიკური და მავნე საკვების წარმოებაში ეჭვმიტანილი კერძო საბავშვო ბაღის დირექტორისა და 7 სხვა პირის, მათ შორის მისი მთავარი ინვესტორის, მიმართ გამოძიება დაწყებულია.
0
0