22/06/2023
12:42
მსოფლიო
აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა ოფიციალურად დაუშვა ორი კომპანია კალიფორნიის შტატიდან - Upside Foods და Good Meat, გაყიდონ ქათმის ხორცი სუპერმარკეტებსა და რესტორნებში, რომელიც შეიქმნა ლაბორატორიაში ცოცხალი ფრინველის უჯრედებიდან. ამის შესახებ Associated Press იტყობინება.
უწყების ცნობით, ნებართვა მას შემდეგ მიიღეს, რაც ჯანდაცვის სამინისტროს საკონტროლო ორგანომ კომპანიების პროდუქცია საკვებად ვარგისად ცნო.
ამასთან, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ლაბორატორიული ხორცი აშშ-ში მაღაზიების თაროებზე მალე არ გამოჩნდება, ვინაიდან მისი წარმოება საკმაოდ ძვირია, რაც არ იძლევა ამ პროდუქტების ფართომასშტაბიან წარმოებას. Upside Foods-ის ქარხანას Emeryville-ში ჯერჯერობით მხოლოდ 22 ტონა ხორცის წარმოება შეუძლია, ხოლო აშშ-ში ჩვეულებრივი ქათმის წარმოება ყოველწლიურად 22,6 მილიონ ტონას აღწევს.
Upside Foods and Good Meat ამ დროისთვის სან-ფრანცისკოსა და ვაშინგტონის მხოლოდ ორ რესტორანში მიწოდებას გეგმავს.
ქათმის ხორცის ლაბორატორიაში გამოსაყვანად გამოიყენება ფრინველის ცოცხალი უჯრედები, განაყოფიერებული კვერცხუჯრედები ან სპეციალური „უჯრედების ბანკები“. წარმოების პროცესში ამ მასას აყალიბებენ კატლეტებად, სოსისებად ან ფილეეებად.
მანამდე შვეიცარიულმა სტარტაპმა Mirai Foods-მა წარმოადგინა მსოფლიოში პირველი სტეიკი, რომელიც უკრედისგან არის გამოყვანილი.
0
0