03/01/2025
11:34
მსოფლიო
აშშ-ის ახალი მოწვევის კონგრესი, რომელიც 2024 წლის ნოემბრის არჩევნების შემდეგ შეიქმნა, მუშაობას 3 იანვარს დაიწყებს. კონგრესმენების პირველი შეხვედრა თბილსისი დროით 20:00 საათზეა დაგეგმილი.
2019 წლის შემდეგ, პირველად, რესპუბლიკურ პარტიას აქვს უმრავლესობა როგორც სენატში, ასევე წარმომადგენელთა პალატაში. ბოლო კონგრესში რესპუბლიკელები აკონტროლებდნენ წარმომადგენელთა პალატას, დემოკრატები - სენატს.
ორივე პალატის კონტროლით რესპუბლიკელებს შეუძლია დაეხმაროს დონალდ ტრამპს კამპანიის დღის წესრიგის განხორციელებაში, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ოპონენტი კამალა ჰარისი დაამარცხა. ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს არის დაგეგმილი და ის ვაშინგტონში უნდა გაიმართოს.
კონგრესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა მის პირველ დღეს არის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის არჩევა. ამჟამად ამ თანამდებობას მაიკ ჯონსონი იკავებს. ახლადარჩეული სპიკერი პალატის სხვა წევრების ფიცს მიიღებს.
0
0