
შეძრწუნებული ვარ საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიით. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
დედაქალაქის მერი სამძიმარს უცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსაც.
თბილისის მერი, კახა კალაძე სროლის შედეგად დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„შეძრწუნებული ვარ საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიით. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს.
დაღუპულთა შორის არის პოლიციის თანამშრომელი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს!
ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო ლოცულობს დაშავებულთა ჯანმრთელობისთვის. მათ მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!“ - წერს კალაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 20 იანვარს, ღამის საათებში, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო.
გამოძიების ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილია 5 პირი. გარდაცვლილია სულ 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი და, ასევე, თავდამსხმელი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
თავდამსხმელი საგარეჯოს მკვიდრი 49 წლის კაცია.
საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილი ხუთი ადამიანი „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში შეიყვანეს. ექიმების თქმით, ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია უტარდება.
0
0