18/04/2024
09:34
საზოგადოება
გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან ვითარება პერიოდულად იძაბებოდა.
აქციის მონაწილეებმა შენობისა და სამართალდამცველების მისამართით კვერცხები ისროლეს.
შეკრებილები თავდაპირველად მათთან პრემიერ-მინისტრის მისვლას ითხოვდნენ, მოგვიანებით კი, “ახალის” ლიდერის ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით, გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციის მთავარი მოთხოვნა გახდა „არა რუსულ მთავრობას“.
ამასთან, აქციის მონაწილეები განსაკუთრებულლი აგრესიით გამოირჩევნიან „იმედისა“ და „პოსტივის“ ჟურნალისტების მიმართ და მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ
მომიტინგეები სკანდირებდნენ: „რუსებო!“, „მონებო!“, „წადი!“. სამართალდამცველები სიტუაციის განეიტრალებას ცდილობდნენ.
„არსებობს სამი რამ, რაც არ უნდა გავაკეთოთ: არ უნდა დაგვეზაროს, არ უნდა შეგვეშინდეს და არ უნდა დავიღალოთ, - ამის შესახებ გუშინ აქციაზე განაცხადეს.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ყოველი გეგმის შესახებ, რომელიც სამომავლო პროტესტთან დაკავშირებით ექნებათ, ინფორმაციას გაასაჯაროებენ.
„დღეს ვაჩვენეთ ის, რომ საზოგადოება, რომელიც აქ იკრიბება მშვიდობიანია, საქართველოს ბედი აინტერესებს და არა რომელიმე პარტიის ან რომელიმე ორგანიზაციის პერსპექტივა. აქ შეკრებილები ვართ იმისთვის, რათა უზრუნველვყოთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ძალიან მალე გახდეს.“, - განაცხადეს ორგანიზატორებმა.
0
0