26/12/2024
18:16
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი ის ადამიანია, ვინც არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს, საკუთარი ქვეყანა და ხალხი რაიმე პოლიტიკურ კონიუნქტურულ შეთავაზებაზე გაცვალოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, გია ვოლსკი აცხადებს, რომ შეცდომაა, გყავდეს პრეზიდენტი, ვისაც წარმოდგენა არ აქვს, რას განიცდის მისი ხალხი და რისი გამკეთებლები არიან ისინი, ვისთანაც დღეს პოლიტიკურად მეგობრობს.
„მიხეილ ყაველაშვილისა და სალომე ზურაბიშვილის შედარება რასაც ქვეყნის მიმართ თავდადება ჰქვია, შეუძლებელია, რადგან მიხეილ ყაველაშვილს საკუთარი რესურსი და მთელი ცხოვრება აქვს მიძღვნილი საკუთარი ქვეყნისთვის. სამწუხაროდ, დღეს ქვეყნის გადარჩენასა და სამშვიდობოზე გაყვანაზეა საუბარი. ყაველაშვილი ის ადამიანია, ვინც არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს, საკუთარი ქვეყანა და ხალხი გაცვალოს რაიმე პოლიტიკურ კონიუნქტურულ შეთავაზებაზე. მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს დიპლომატიური და პოლიტიკური წარსული უფრო მდიდარი აქვს, მას ისეთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რაც მისი ქვეყნის მომავალს და სტაბილურობის შენარჩუნებას წაადგება. შეცდომაა, გყავდეს პრეზიდენტი, ვისაც წარმოდგენა არ აქვს, რას განიცდის მისი ხალხი და რისი გამკეთებლები არიან ისინი, ვისთანაც დღეს პოლიტიკურად მეგობრობს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მას არათუ უშვერი სიტყვებით აგინებდნენ, არამედ რუსეთის აგენტს უწოდებდნენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
0
0