15/03/2023
00:49
მსოფლიო
შავი ზღვის თავზე უპილოტო თვითმფრინავის ინციდენტის გამო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის ელჩს იბარებენ.
როგორც ცნობილია, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შავი ზღვის თავზე რუსული თვითმფრინავი ამერიკულ დრონს შეეჯახა. ინფორმაციას „ბიბისი“ ამერიკელ სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ფოქს ნიუსის“ ცნობით, ინციდენტი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მოხდა. ამერიკული სადაზვერვო უპილოტო აპარატი შავ ზღვაში, ყირიმიდან დასავლეთით დაეშვა.
ინციდენტში მონაწილე რუსული „სუ-27“ ტიპის თვითმფრინავი ყირიმისკენ მიფრინავდა. დაზიანდა თუ არა ის შეჯახების შედეგად, უცნობია. ინციდენტის შემდეგ თვითმფრინავი ყირიმში დაეშვა.
ამერიკელი სამხედროების განცხადებით, „სუ-27“-ის ტიპის თვითმფრინავისა და ამერიკული დრონის შეჯახება „რუსების სახიფათო და არაპროფესიონალურმა ქცევამ“ გამოიწვია.
განცხადებები გაკეთდა პენტაგონშიც. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში ამბობენ, რომ რუსულ გამანადგურებელთან ინციდენტის შემდეგ, აშშ-ს შავ ზღვაში საკუთარი დრონის ჩამოგდება მოუწია.
0
0