09/03/2023
15:43
მსოფლიო
კრემლი კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ჯერ კიდევ "ბევრი კითხვაა" დარჩენილი შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების მომავალთან დაკავშირებით, რომელსაც ვადა 18 მარტს ეწურება.
„ამჟამად, გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან შეხვედრა არ იგეგმება,“ - დასძინა პესკოვმა.
მოსკოვმა მიანიშნა, რომ ის უკმაყოფილოა შეთანხმების გარკვეული ასპექტებით და ისინი ვერ განხორციელდება, რადგან რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება. როგორც ცნობილია, კიევმა და მოსკოვმა შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას გაეროს და თურქეთის შუამავლობით 22 ივლისს მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით, უკრაინული მარცვლეულის გადამზიდავ გემებს შავი ზღვის პორტებიდან უსაფრთხო მიმოსვლის საშუალება ეძლევათ.
0
0