16/05/2023
11:59
მსოფლიო
გაეროს და რუსეთს, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შესახებ ინიციატივის გახანგრძლივებაზე შეთანხმებისთვის, მხოლოდ ორი დღე რჩება.
თუმცა, წყაროზე დაყრდნობით, როგორც ჩანს, არ არსებობს შეთანხმების განახლების პერსპექტივები.
როგორც ცნობილია, უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორია. 2022 წლის ივლისში, თურქეთმა, გაერომ, რუსეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც უკრაინის შავი ზღვის სამი პორტიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენას - გლობალური სასურსათო კრიზისის დაძლევას გულისხმობს, რომელიც უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის შემდეგ გამწვავდა. თუმცა რუსეთი შეთანხმებიდან გასვლით იმუქრებოდა, საკუთარი მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტისთვის დაბრკოლებების შექმნის გამო. შეთანხმებას ვადა 18 მაისს ამოეწურება.
0
0