22/03/2023
15:47
პოლიტიკა
„რამდენადაც ჩემთვის გახდა ცნობილი, ქართველი ხალხის სისხლმოწყურებული ექსტრემისტული დაჯგუფება, რომელიც ოპოზიციის სახელით შენიღბული პოზიციონირებს ჩრდილოეთიდან. (ამას შეგნებულად ვუსვამ ხაზს), ახალი მესიჯბოქსით შეიარაღებული მორიგი შეტევის წამოწყებას აპირებს სასიქადულო ქართულ ჯარზე. სლოგანი ასეთია „არა რუსულ ჯარს“. მოგახსენებთ, რომ ეს თავდაცვის ახალ კოდექსს უკავშირდება, სადაც სტუდენტებისათვის ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურია შეთავაზებული, ნებაყოფლობითი!! ხოლო დანარჩენი ახალგაზრდებისათვის, შესაბამისი 6, 8 და 11 თვიანი სავალდებულო სამსახურია გათვალისწინებული, რაც ოკუპირებული ქვეყნისთვის არამც თუ კარგი მოვლენაა, არამედ უკიდურესი აუცილებლობა!“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ სლოგანით „არა რუსულ ჯარს“ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.
„ერთის მხრივ, ექსტრემისტული ოპოზიცია თავიანთი პატრონების მიერ შეგულიანებული საქართველოს ომში ჩართვას მოითხოვს, მეორეს მხრივ, ჯარში მსახურებას უწოდებენ მონობას და ზემოთ ხსენებული სლოგანით „არა რუსულ ჯარს“ უნდათ შეცდომაში უკვე მეორედ შეიყვანონ ქართული საზოგადოება. ჩემს არცერთ წერილში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, პიროვნებებს არ მოვიხსენიებ ხოლმე, დღეს ნამდვილად დავარღვევ ამ ტრადიციას.
უგუნურნო, რუსული ჯარის იარაღით ზვიად გამსახურდიას დამამხობელი, კიტოვანის მეზარბაზნე: დევი ჭანკოტაძე და აკია ბარბაქაძე მანდ არ გყავთ? რა რუსულ ჯარზე ყიყინებთ? ვინ ეწინააღმდეგება თავდაცვის ახალ კოდექსს და ვინ აყენებს ჩვენს სასახელო ჯარს შეურაცხყოფას „მონების“ იარლიყით!
პარლამენტში ბედის უკუღმართობით მოხვედრილი „ქეშთა“ ჯგუფი: იაგო ხვიჩია, უახლესი ქართული ისტორიის მკვლევარად „მოვლენილი“: ნარცისი, ჰერმან საბო; ვინმე რაქვიაშვილი, რომელიც ძლივს-ძლივს გაუთამამდა მიკროფონს და დაყენებული სახით საუბარი ისწავლა; ვახტანგ მეგრელიშვილი, რომელიც მეტ-ნაკლებად ადეკვატურად აზროვნებს თუ „დაბოლილი“ არ არის; მათი ყოფილი ძმადნაფიცი, შარვალჩახდილი კაცების ასმეთაური, „გირჩი“ ჯაფარიძე; ასევე ჯარის წინააღმდეგ ამ ბინძური კამპანიის ავანგარდშია, ბაბუაწვერა, ცხრა აპრილის შემდეგ, ანუ რუსული ჯარის მიერ ქართველი გოგო-ბიჭების დახოცვა-დასახიჩრების შემდეგ, საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიაში სიამაყით შესული დავით უსუფაშვილი. აი, ეს ადამიანები აწარმოებენ ახალ თავდაცვის კოდექსზე შტურმს, მოქმედ და მომავალ ჯარისკაცებს უწოდებენ მონებს. მაშინ, როდესაც ხელისუფლებას დასძახიან: დროა! ომი დავუწყოთ ჩვენს ძმებს, ოსებს და აფხაზებს, თან ამუნათებენ „თქვე მშიშრებო თქვენაო“.
ცინიზმის ამხელა მასშტაბი, თავიანთ დრამატურგიაში ესქილეს და შექსპირს შეშურდებოდათ. ამხელა ზიზღი სულში, ბოღმა და ბალღამი როგორ შეიძლება ჰქონდეს ადამიანს საკუთარი სამშობლოს, საკუთარი ხალხის მიმართ!კომუნისტურ პარტია მოვლილი დავით უსუფაშვილი პირდაპირ აცხადებს (იხ. ინტერნეტ ვიდეო), ჩვენს შვილებს არ ვასწავლით (მრავლობითში ამბობს, ანუ მე და ჩემი მეუღლე თინათინ ხიდაშელიო) თქვენ სამშობლოს უნდა შეეწიროთო, ვასწავლით, იმას, რომ თქვენ უნდა იყოთ ჯანმრთელები და ბედნიერებიო.
ჩემო ღრმად პატივცემულო მკითხველო, აბა ვისი შვილების ხარჯზე აპირებს ომის დაწყებას ეს ღირსება წაგლეჯილი, გატეხილი სულისკვეთების, გაბოროტებული კაცი? ამის კნეინა კი, თავდაცვის მინისტრადაც მუშაობდა ბედის ირონიით ერთ დროს. ქართულ ჯარსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე შეტევის ავანგარდში არიან, ასევე, ყველაფერი ქართულის დაუძინებელი მტრები: ანა ნაცვლიშვილი - მევახშეთა ცინიკოსი იურისტი, ხათუნა სამნიძე - ჩვენი ეკლესიის დაუძინებელი მტერი, თამარ კორძაია - სასულიერო პირების გაკრეჭაზე მეოცნებე, ასევე ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანების მხარდამხარ „იბრძვის“ თეძო დადედლებული გუბაზ სანიკიძე (მაგის ომი და ვაჟკაცობა არ გაიშვას, ეს ხაშლამის გადასამუშავებელი ქარხანა ესა), ჭიჭე ვაშაძე, რუსებზე ბინის მიმქირავებელი და ელენკა ხოშტარია რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის კმაყოფაზე მყოფი, რომელიც არნახული უტიფრობით ატარებს ყელზე ოკუპაციის აღმნიშვნელ ყელსახვევს.
არ გამოვტოვებ ძმებ ბერძენიშვილებს, რომლებიც მამაცთა შორის უმამაცეს მეფეს მოღალატეს ეძახიან, ხოლო თავად ლევან ბერძენიშვილი, ხუთ წუთში „დაკერა“ მიუნხენის აეროპორტში ბოდიშის მიგდებით სააკაშვილმა და ამ არარაობამაც, ქართველი ხალხის მაგივრად ყველაფერი აპატია ჩვენი ხალხის ჯალათს! თავდაცვის სამინისტროს და ქართული ჯარის დისკრედიტაციას, ფეიკსიუჟეტების მომზადებას, სათავეში უდგას ძველბიჭობაშივე „გაფუჭებული“, შემდეგ სააკაშვილის ხელის ბიჭად ქცეული - დავით კეზერაშვილის (გუშინ სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ბრალეულობა) მიერ დაფინანსებული ტელევიზიები, რომლებიც ბოროტების სავანედ იქცნენ.
დიახ, ეს ადამიანები ლანძღავენ და თათხავენ მიზანმიმართულად ქართულ ჯარს, (რომელიც ყველა კვლევით საზოგადოების უმაღლეს ნდობას იმსახურებს), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მთელ ქართველ ხალხს, ეკლესიას, ტრადიციებს, ყველაფერს იმას, რაც კი აქამდე მოგვიტანეს ჩვენი ერის მამებმა, ფარნავაზმა, ბაგრატ III-მ, თამარ მეფემ, დავით აღმაშენებელმა, გიორგი ბრწყინვალემ, ქეთევან წამებულმა, ერეკლემ, ცოტნე დადიანმა, გიორგი ჭყონდიდელმა, რუსთაველმა, ილიამ, ვაჟამ, აკაკიმ და კიდევ რამდენმა და რამდენმა... უსამშობლო ადამიანებო, არ გამოგივათ საქართველოს მეორედ დაპყრობა, არ გამოგივათ გოგირდის სუნით მოსილნო, საქართველოს მოკვდინება... დიდება ქართულ ჯარს, დიდება საქართველოს!“, - წერს დავით ჩიხელიძე.
0
0