შარლ მიშელი უნგრეთში ჩავიდა
27/11/2023
18:29
მსოფლიო
A-
+A
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უნგრეთში ჩავიდა, სადაც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან მოლაპარაკებებს მართავს. ამის შესახებ შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მიშელი აღნიშნავს, ის ორბანთან კონსულტაციებს მართავს დეკემბერში დაგეგმილი ევროპული საბჭოს სხდომისთვის მოსამზადებლად.
„ევროკავშირის ერთიანობა საჭიროებს მუდმივ ძალისხმევას და არის ჩვენი მთავარი სიძლიერე“, – წერს შარლ მიშელი.
როგორც გასულ კვირას „პოლიტიკო“ წერდა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების, ასევე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაბლოკვით იმუქრება, თუ ევროკავშირის ლიდერები არ დათანხმდებიან კიევის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მთლიანი სტრატეგიის გადახედვას.
0
0
306
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%