
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ზუგდიდში, ვლაქერნობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, ვიცე-პრემიერ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან და პარლამენტის წევრებთან ერთად დაესწრო.
"დღეს საეკლესიო და საერო დღესასწაულია. ჩვენი ხალხი, ჩვენი ეკლესია, ზუგდიდი არის ღვთისმშობლის კვართის მცველი. ეს დიდ მადლთან ერთად არის დიდი პასუხისმგებლობაც და აჩვენებს იმას, თუ რამხელა მისია აქვს ქართველ ერს როგორც ღვთისმშობლის კვართის და მცხეთაში უფლის კვართის მცველს. ეს არის ის, რამაც ჩვენ ასწლეულები და ყველა ავბედითი ჟამი გამოგვატარა და დღესაც გვაძლიერებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელის დადების დღესასწაულთან დაკავშირებით, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში, საღმრთო ლიტურგია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმემ, სინოდის სხვა წევრებთან ერთად აღავლინა.
0
0