
ყველგან საწამლავი, არსად მოწამლული, ისევ თუთიყუშების ვერსიას „მიაწვეთ“, ეს სჯობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „კამიტის“ თემაზე კითხვებს გამოძიებამ გასცა პასუხი.
ახლა რა ეჭვი დარჩათ? ყველგან საწამლავი, არსად მოწამლული. ასეთი რეალობის წინაშე აღვმოჩნდით. საბოლოო ჯამში, ყველაფერი გაპუტულ თუთიყუშამდე დავიდა. ამდენი ხანი ამ საკითხით ხართ დაკავებული და „კამიტი“ რას ნიშნავს, იცით? ეს გამონაბოლქვით მოწამვლა კი არ არის, რა შედეგები აქვს, ეს მაინც დაგეგუგლათ? სირცხვილია. გამოძიება შედგა და აჩვენა, რომ შსს-ს ეს იარაღი არათუ ნაყიდი არ ჰქონია, არამედ ქვეყნის ტერიტორიაზე ნამყოფი არ არის კომერციული მოხმარებითაც, მით უმეტეს, სახელმწიფოს მხრიდან.
„ბიბისის“ მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმა რაში მდგომარეობდა, ეს ცალკე საკითხია. მათი სიუჟეტის მთავარი ფრაზა სათაურისთვის გამოტანილი იყო ჰიბრიდული თავდასხმისთვის, რომ ეს იყო პირველი მსოფლიო ომის დრონდელი ქიმიური იარაღი. ეს თემა დაიხურა? პრემიერმა თქვა, რომ ვინმეს თუ კითხვა აქვს, არის გამოძიება, ხელისუფლება, მიმართონ და პასუხს მიიღებენ. ტყუილია, რომ პასუხებს ვერ იღებენ. ისეთებს მოუტყუებიათ, რა გიკვირთ? მიხეილ სააკაშვილისთვის ნობელის პრემიის ლაურეატი იყო ჩამოსულიო და დასკვნებს წერდა, ევროპარლამენტმა მოიტყუა, ზელენსკიმ, სანდომ, იმდენი ტყუილი გვესმის, ტყუილი გიკვირთ? სიმართლეა უკვე გასაკვირი. ისევ თუთიყუშების ვერსიას „მიაწვეთ“, ეს სჯობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0