
წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი, რომ ჩავიდეს ესტონეთში და იქაური ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ, რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეულებრივი მომენტია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში წინასაარჩევნო პროცესებში პირდაპირ იყვნენ და არიან ჩართულები ბრიუსელის დღევანდელი ხელმძღვანელობა.
„პირდაპირ ჩართული იყვნენ არჩევნებში, ბალტიური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იდგნენ რადიკალური ოპოზიციის აქციაზე და დღეს ის პრემიერ-მინისტრი, ესტონეთს ვგულისხმობ, არის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში.
რობერ შუმანი ალბათ საფლავში ტრიალებს, როდესაც ხედავს რა ემართება ევროკავშირს, ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკური ელიტის ხელში. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ გარკვეულ სვლას საბჭოთა კავშირისკენ ბრიუსელის დღევანდელი ხელმძღვანელობის ხელში. დღევანდელ ხელმძღვანელობაში და მათ შორის წევრებშიც სხვათა შორის ბევრი არის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა თუ სოციალისტური ბანაკის წევრები. როგორც ჩანს გამოყოლილი არის ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკურ ელიტაში. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ ყველანაირად გაემიჯნონ საკუთარ საბჭოთა წარსულს და ამოაგდონ საკუთარი ისტორიიდან ბალტიის ქვეყნებს ვგულისხმობ და ასე ვთქვათ გადაახტნენ თავის ისტორიის ამ ნაწილს, ჩანს, რომ რაღაც უნარების საბჭოთა კავშირიდან წამოღებული აქვს ზოგიერთს პოლიტიკურ ელიტაში. ვხედავთ პირდაპირ ჩარევას საქართველოს არჩევნებში. წარმოგიდგენიათ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი, რომ ჩავიდეს ესტონეთში და იქაური თუნდაც არა რადიკალური, რომელიმე ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! ხომ წარმოგიდგენიათ რა მოჰყვება ამას. გამოვლენ ჭკვიანური სახეებით და იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება და თვითონ, რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეულებრივი მომენტია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0