
ჩვენ ნიკოლ ფაშინიანს წარმატებას ვუსურვებთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მას წარმატებული არჩევნები ჯერ კიდევ გუშინ მიულოცა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ის ახალი დინამიკა, რომელიც რეგიონში არსებობს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალი გზა, გახსნილი საზღვრები, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დიალოგი.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა, რომელსაც მხოლოდ საქართველო ვერ უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია, მთლიანად რეგიონში ყველა იყოს მოწადინებული. ნიკოლ ფაშინიანის დაპირებაც სწორედ ეს იყო სომხეთისთვის მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც საბოლოოდ ნიშნავს მშვიდობას და სტაბილურობას მთლიანად რეგიონისთვის. თავის მხრივ, ეს რეგიონის თითოეული ქვეყნის სახელმწიფოს და ერის კეთილდღეობას წაადგება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0