
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ოლივიე კურტოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ისტორიულად მეგობრული კავშირები.
შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა საფრანგეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების ურყევი მხარდაჭერისთვის.
საფრანგეთის ელჩმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საფრანგეთი საქართველოს გვერდით დგას და თანამედროვე კომპლექსურ სამყაროში, ერთიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პატივისცემა და მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
შეხვედრაზე განიხილეს პოლიტიკური ვითარება და მიმდინარე მოვლენები საქართველოში. ხაზი გაესვა დიპლომატიის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებაში.
მხარეებმა გამოხატეს მზაობა, ითანამშრომლონ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ხელშესაწყობად. ამ მხრივ, აღინიშნა ნდობაზე დაფუძნებული, ღია და კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
0
0