
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ჩილეს რესპუბლიკის არარეზიდენტ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ელისეო როდრიგო რუის ორტისს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ჩილეს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, მათ შორის, გაერო-ში საქართველოს რეზოლუციების მხარდაჭერისთვის.
„მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ჩილეს შორის თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ ორივე ქვეყნის პარლამენტში მოქმედებს მეგობრობის ჯგუფები. ხაზი გაესვა მათ შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას. საუბარი შეეხო თანამშრომლობას ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურის მიმართულებებით. მხარეებმა ისაუბრეს ორივე ქვეყანაში დაგეგმილ არჩევნებზე: მუნიციპალურ არჩევნებზე საქართველოში, ხოლო ჩილეში – საპრეზიდენტო არჩევნებზე. შალვა პაპუაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩს მის საქმიანობაში წარმატება უსურვა“, – ნათქვამია პარლამენტის ინფორმაციაში.
0
0