
ჩვენი საზოგადოება ნათლად ხედავს, რამდენად მართალი და სწორი პოლიტიკა ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში, ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობდით, სიმართლე აღმოჩნდა, ყველა რისკი, რაზეც ვსაუბრობდით, გაცხადდა და ფარისეველი მხილებულ იქნა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახდა ყველა საკითხი, რაზეც „ქართული ოცნება“საზოგადოებას სთავაზობდა, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში – ხედვას საგარეო პოლიტიკასთან, გეოპოლიტიკასთან დაკავშირებით.
„ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო იმ უდიდესი წნეხის გაძლება, რაც მოდიოდა, მათ შორის, ევროკავშირისა და ბრიუსელის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ, მათი და მათი ხელქვეითი „ენჯეოების“, თუ პარტიების ხელით. ამ წნეხის გაძლება რამდენად მნიშვნელოვანი იყო და სად ვიქნებიდით დღეს, ამ წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო. იქ ვიქნებოდით, სადაც დღეს უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი. ამ მდგომარეობაში ჩააყენეს ფარისეველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უკრაინა. თან აგულიანებენ და ამით, სინამდვილეში, კიდევ უარეს მდგომარეობაში შეჰყავთ უკრაინელი ხალხი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება აშშ-ევროკავშირის ურთიერთობა, პაპუაშვილის თქმით, აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას განსაკუთრებული როლი აქვს, ღიად და ცხადად უთხრას სიმართლე ევროპელ ბიუროკრატებს, თუ პოლიტიკურ ლიდერებს.
„უთხრას ის, რასაც ამდენი ხანია, ფუთავენ, როგორც ევროპულობის, ცივილურობის მაგალითს; უთხრას, რომ ამ ევროპულობისა და ფსევდ ევროპულობის საფარქვეშ, ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების. დემოკრატიის შეზღუდვის, უმცირესობების მართვის და არა უმრავლესობის ნების გაზიარების, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად. ვფიქრობ, ის მომენტია, როდესაც ევროპელი ლიდერები უნდა გამოფხიზლდნენ. ისინი აცდნენ საკუთარ ხალხს, ევროპელი ხალხის ნებას და ერთადერთი გამოსავალია, დაუბრუნდნენ საკუთარი ხალხის ნების განხორციელებას. პირდაპირ უთხრა ამერიკის ადმინისტრაციამ მათ, რაც იქნება, ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით – ეს არის ევროპული იდენტობის დაკარგვა, ეს არის ბოლო წერტილი, სადაც დღევანდელი ევროპელი ლიდერების მმართველობა მიიყვანს ევროკავშირს, ეს არის ევროპული იდენტობის სრული წაშლა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0