
დროებითი საგამოძიებო კომისიის დოკუმენტი ყველა უცხოური ძალისთვის არის შანსი, საბოლოოდ გაიაზროს, რა ტიპის პოლიტიკურ დაჯგუფებას უჭერენ მხარს და დაგმონ „ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატორული რეჟიმი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილს მოუწოდა ყველას, „ეს შანსი მეორეჯერ აღარ გაუშვან ხელიდან“.
„დღეს პარლამენტი პლენარული სხდომის ფარგლებში განიხილავს საგამოძიებო კომისიის საბოლოო ანგარიშს. 400 გვერდზე მეტი მოცულობის ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი ყველა ის ჩვენება, მტკიცებულება, რომელიც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ, როგორც ანტიდემოკრატიულ, ექსტერმისტულ ორგანიზაციას ოპოზიციაში.
ამ თვეების განმავლობაში ვისმენდით და ვიხსენებდით ყველა იმ ტკივილს, დანაშაულს, რომელსაც სჩადიოდა ეს რეჟიმი. დღესდღეობითაც მომსწრე ვართ, როგორ უთხრიან ძირს ოპოზიციიდან, „ნაციონალური მოძრაობა“ ქართულ დემოკრატიას. თუნდაც დღეს, როდესაც ისინი ღიად საუბრობენ ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლაზე, საუბრობენ დამხობაზე. ამის ნორმალიზებას ახდენენ, მათ შორის მათი უცხოელი მფარველები, რომლებიც ჯერ კიდევ ხელს ართმევენ ამ ანტიდემოკრატიულ, ექსტრემისტულ დაჯგუფებას. ანგარიშის განხილვის შემდეგ პარლამენტი თავის პოზიციას დააფიქსირებს. პირველ ყოვლისა, ეს არის დოკუმენტი, რომელიც დაწვრილებით აღწერს. ფატქობრივად, არის ისტროიული კვლევის მსგავსი დოკუმენტი, სადაც მტკიცებულებებზე დაყრდნობით აღწერილია მთელი ჩვენი უახლესი ისტორია.
მინდა, მადლობა გადავუხადო საგამოძიებო კომისიას, მის თავმჯდომარე თეა წულუკიანს. ძალიან დეტალურად იმუშავეს. დოკუმენტი მნიშვნელოვანია მათ შორის ჩვენი ისტორიისთვის, მომავლისთვის, რათა ყველა თაობამ იცოდეს, თვალსა და ხელს შუა როგორ დაგვიმყარეს გარედან დიქტატურა და რომელსაც ზოგიერთი ჯერ კიდევ ხელს ართმევს, მოდერნიზატორებსაც კი ეძახიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ იყო პერიოდი, როდესაც დიქტატურის, წამების რეჟიმის შემქმნელები მიღებული იყვნენ სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციების კორიდორებში.
„ბრიუსელში, ევროკავშირის ინსტიტუციების კორიდორებში ვხედავდით მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მსჯავრდებული იყო უკვე ამ დანაშაულებისთვის და მისი სხვა გარემოცვაც მიღებული იყო. უკრაინის ხელისუფლება იხუტებდა და დღემდე იხუტებს წამების სისტემის შემქმნელებს, თან ცალი ხელით ძმობას და მეგობრობას ეფიცება ქართველ ხალხს.
დოკუმენტი არის იმის შანსი, რომ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა ხელახლა დაიბრუნეს, რომ შეაფასონ მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი. ახლა არის მომენტი, ბოლო შანსი, ყველა უცხოური ძალისთვის, რომ საბოლოოდ გაიაზროს, რა ტიპის რეჟიმს უჭერდნენ მხარს და რა ტიპის პოლიტიკურ დაჯგუფებას უჭერენ მხარს, შეაფასონ და დაგმონ „ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატორუი რეჟიმი. ეს არის შანსი ყველასთვის. მოვუწოდებ ყველა უცხოელს, რომ ეს შანსი მეორეჯერ აღარ გაუშვან ხელიდან, რადგან ქართველი ხალხი უკვე ამას ნამდვილად აღარ აპატიებს მათ, ვინც ამ მტკიცებულებების შემდეგ კიდევ იტყვის, თითქოს სააკაშვილი იყო მოდერნიზატორი, დემოკრატიის შუქურა, პროევროპელი და ა.შ. ეს ტყუილი უნდა დასრულდეს დღევანდელი განხილვის შემდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0