
თუ სწორად მივხვდი, ქალბატონი კალასი და ქალბატონი კოსი ბოდიშს არ იხდიან მათი პრესსპიკერის მიერ ხელისუფლების დამხობის შეკრების მხარდაჭერის გამო, არადა, სწორედ ამას ელის დღეს ქართული საზოგადოება ევროკავშირისგან - ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილი, საქართველოსთან დაკავშირებით კაია კალასისა და მარტა კოსის ერთობლივ განცხადებას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები "განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა".
პარლამენტის თავმჯდომარემ, მათ მიერ ქართული არჩევნების შეფასების ნაწილთან დაკავშირებით ევროკავშირის ყველა წარმომადგენელს მოუწოდა, თავი შეიკავონ ფაქტებისგან აცდენილი ცრუ ნარატივების გავრცელებისგან:
"თუ სწორად მივხვდი, ქალბატონი კალასი და ქალბატონი კოსი ბოდიშს არ იხდიან მათი პრესსპიკერის მიერ ხელისუფლების დამხობის შეკრების მხარდაჭერის გამო, რის შედეგადაც, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმისას 25 პოლიციელი დაშავდა.
არადა, სწორედ ამას ელის დღეს ქართული საზოგადოება ევროკავშირისგან.
რაც შეეხება მათი მხრიდან ქართული არჩევნების შეფასებას. მე, კვლავ, მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა წარმომადგენელს, თავი შეიკავონ ფაქტებისგან აცდენილი ცრუ ნარატივების გავრცელებისგან, რაც აძლიერებს რადიკალური ძალების სურვილს ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების პატივისცემას,"- წერს შალვა პაპუაშვილი.
0
0