
ბატონმა პაატამ იმაზე იზრუნოს ხვალ რაიმე ძალადობა არ მოხდეს, თორემ ის არა მხოლოდ პასუხისმგებელი არის პოლიტიკურად, ის ოფიციალურად არის ხვალინდელი შეკრების ორგანიზატორიც, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პაატა ბურჭულაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „მას შემდეგ, რაც „ქართულ ოცნებას“ გაისტუმრებენ, სახელმწიფო ინსტიტუტების კოლაფსი არ მოხდება.“
შალვა პაპუაშვილის თქმით, უმჯობესია თუ პაატა ბურჭულაძე იზრუნებს იმაზე, რომ ხვალიდან აქციაზე, რომლის ორგანიზატორი თავად არის არანაირი ძალადობა არ მოხდეს.
„რა თქმა უნდა 4-ში, 5-ში და შემდეგ წლებშიც გამართულად იმუშავებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ყველა შტო ხელისუფლებისა და მათ შორის არჩევითი წარმომადგენლები.
ასე რომ ბატონმა პაატამ იმაზე იზრუნოს ხვალ რაიმე ძალადობა არ მოხდეს, თორემ ის არა მხოლოდ პასუხისმგებელი არის პოლიტიკურად, ის ოფიციალურად არის ხვალინდელი შეკრების ორგანიზატორიც. მან წერილი მიწერა მერიას. წინა შემთხვევებში თუ კი ორგანიზატორები არ ფიქსირდებოდნენ ხოლმე და შემდეგ ერთმანეთისკენ ხელს იშვერდნენ, როცა ძალადობა იყო ხან გიორგი ვაშაძე იტყოდა, რომ „წრე დავარტყათ პარლამენტს და ბლოკირებაო“ და მერე ამბობდა - „მე რა შუაში ვარ, მე რატომ დამიჭირეთო“, ერთმანეთისკენ ხელს იშვერდნენ.
პაატა ბურჭულაძემ ხვალინდელი მიტინგის ორგანიზატორად დაიფიქსირა საკუთარი თავი. ანუ რაც კი მოხდება, თუ რამე მოხდება პირველი პასუხისმგებელი ის არის. რა თქმა უნდა ყველა სხვაც „ნაციონალური მოძრაობა“, პარტიები და „ენჯეოები“, რომლებიც არიან ამის თანაორგანიზატორები მაგრამ იურიდიულად მან ეს უკვე გააფორმა, როგორც საკუთარი პასუხისმგებლობა. ასე რომ იმაზე იზრუნოს, რომ ხვალ, რაიმე მიტინგიდან რაიმე ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი. ერთი ძალადობაც, რომ მოხდეს მისი პირადი პასუხისმგებლობა იქნება ამ ყველაფერში.
რაც შეეხება ხელისუფლებას და მომავალს, ჩვენ ამ არჩევნებით ვასრულებთ საარჩევნო ციკლს, რომელიც შარშან პარლამენტის არჩევნებით დაიწყო ოქტომბერში, შემდეგ დეკემბერში პრეზიდენტი ავირჩიეთ და ხვალ ავირჩევთ ადგილობრივ თვითმმართველობებს. ასე რომ ამ ერთ წლიანი ციკლით ყველა არჩევითი კონსტიტუციური ორგანო დაკომპლექტებული იქნება. 2008 წლამდე, სამი წელი ექნება ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს შესაძლებლობა, რომ ამ ყალბი ისტერიის გარეშე ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაზე და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ გამთლიანებაზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0