14/03/2026
22:13

ბატონი ნიკა მსჯელობს სწორად და დასკვნა გამოაქვს როგორც მაია სანდუს, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ დამოუკიდებელ პოლიტიკოსს ნიკა ობოლაძეს.
„თქვენ საუბარს იწყებთ შუიდან და არა თავიდან. თავი იყო ის, რომ იმ პარტნიორობას, რომელსაც თქვენ სუვერენიტეტის გარანტს და ცივილიზაციურ კავშირს ეძახით, სინამდვილეში ზოგიერთი ჯგუფის მხრიდან მოჰყვა ასეთი გაგება - პარტნიორობა გაგებულია როგორც დაქვემდებარება, ვიღაცამ იფიქრა, რომ აქ უნდა იყოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც მათ და არა ქართველი ხალხის გემოვნებაშია. როგორ არის სუვერენიტეტის გარანტი ის ჯგუფი, სახელმწიფო ან რაღაც ძალა, რომელიც სწორედ სუვერენიტეტის შელახვას ცდილობს იმით, რომ ერევა შენს შიდა მმართველობაში?
ფაქტია, რომ 2020 წლის არჩევნებს გვიყალბებდნენ პარალელური დათვლით; ფაქტია, რომ ამაში ჩართული იყო USAID-ის დაფინანსება; ფაქტია, რომ 2021 წელს მიხეილ სააკაშვილი გარე ძალებმა შემოგვიპარეს საქართველოში; ფაქტია, 2022 წელს გვითრევდნენ ომში, აი ეს იყო დასაწყისი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
0
0