
„ნაციონალურ მოძრაობაში“ განახლებაო და ყველაზე „ურნაცების“ დამატება თუ დაბრუნება დაიწყეს თავის პარტიაში, რაც თავისთავად აჩვენებს, რომ არ არის საშველი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ნაცურ იდეოლოგიაზე მდგომი ადამიანები მაშინ არიან ძლიერი, როცა სხვების დავალებას ასრულებენ.
„მხოლოდ ამ პარტიას არ ეხება, ამ იდეოლოგიას ერთადერთი დანიშნულება აქვს და ამ იდეოლოგიის მიმდევარი ადამიანები, იქნება ეს „ნაცმოძრაობა“, „ახალი“ თუ სხვა, ვინც ნაცურ იდეოლოგიაზე დგას, ერთადერთ შემთხვევაში, მხოლოდ მაშინ არიან ძლიერი, როდესაც სხვების დავალებას ასრულებენ. მაშინ არიან შინაგანადაც ბედნიერები და ასხივებენ ამ ბედნიერებას. ტაშს დაუკრავენ და ეს არის მათი მთავარი კმაყოფილება, რასაც იღებენ საკუთარი ქცევიდან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
0
0