04/10/2025
10:20

ორი საათია უკვე მიმდინარეობს არჩევნები. მშვიდი ვითარებაა. ძალიან კარგია, რომ ვერავინ ვერ ბედავს ჩაიდინოს სისხლის სამართლის დანაშაული, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, კენჭისყრის პროცესის ჩაშლის ნებისმიერი მცდელობაზე სახელმწიფოს პასუხი იქნება უმკაცრესი.
„დაანონსებული აქვთ რადიკალურ ოპოზიციას და „ენჯეოებს“, რომ ისინი აპირებენ საბოტაჟს არჩევნების. მათ შორის იცით, რომ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი ციხეში არის იმ ბრალდებით, რომ ის მოუწოდებდა უბნების დარბევაზე.
ორი საათია უკვე მიმდინარეობს არჩევნები. მშვიდი ვითარებაა. ძალიან კარგია, რომ ვერავინ ვერ ბედავს ჩაიდინოს სისხლის სამართლის დანაშაული.
გუშინ, პრემიერმა ძალიან მკაფიოდ თქვა თუ რამდენად მძიმე არის ასეთი ტიპის დანაშაული. რა თქმა უნდა ყველა ასეთ შემთხვევას გაეცემა შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა და მან საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
0
0