
მსოფლიო სავალუტო ფონდის (IMF) მორიგი შეფასების, მართლაც გასაოცარი, შედეგები დასტურია იმის, თუ რატომ უნდა მიჰყვე შენს ეროვნულ ინტერესებს და არა სხვის კარნახს,” - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, სიხარულზე მეტი, ალბათ, ის ბრაზია, როდესაც აცნობიერებ, რომ ორი ამდენის მიღწევას შევძლებდით, რომ არა გარედან საქართველოს დაზიანების მუდმივი მცდელობები.
,,მსოფლიო სავალუტო ფონდის (IMF) მორიგი შეფასების, მართლაც გასაოცარი, შედეგები დასტურია იმის, თუ რატომ უნდა მიჰყვე შენს ეროვნულ ინტერესებს და არა სხვის კარნახს. ბრიუსელის ყველა მოთხოვნის შემსრულებელი მოლდოვის მწვავე ეკონომიკური სტაგნაცია და ბრიუსელის თავდასხმის ობიექტი საქართველოს ეკონომიკური სასწაული ამას თვალსაჩინოდ გვაჩვენებს.
მაგრამ ამ სიხარულზე მეტი, ალბათ, ის ბრაზია, როდესაც აცნობიერებ, რომ ორი ამდენის მიღწევას შევძლებდით, რომ არა გარედან საქართველოს დაზიანების მუდმივი მცდელობები; რომ არა დონორების ნაკვები სიძულვილი და ექსტრემიზმი; რომ არა ენჯეოების მიერ საქართველოს რუსეთთან ესკალაციაში ჩათრევის მცდელობები; რომ არა გარე ინტერესებით მოქმედი შინაურები და სხვის დროშას ჩამოკიდებული უსამშობლოები,” - წერს პაპუაშვილი.
0
0