
ვულოცავთ ბატონ მამუკას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას. მინდა მადლობა გადაუხადო მას, იმ საქმიანობისთვის, რომელიც საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტში გაწია,’’- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მამუკა მდინარაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მამუკა მდინარაძე კიდევ უფრო გააძლიერებს უსაფრთხოების სისტემას, რომელსაც საქართველო წლების განმავლობაში ნერგავს.
,,მოყვარემაც და რა თქმა უნდა, მტრებმაც ძალიან კარგად იციან რა როლი ქონდა მამუკა მდინარაძეს საქართველოს პარლამენტში. და ზუსტად, ჩვენი ქვეყნის მოყვარეების სასიკეთოდ და მტრების საზიანოდ, დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე იქნება, გამორჩეული ხელმძღვანელი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურისა და კიდევ უფრო გააძლიერებს უსაფრთხოების სისტემას, რომელიც საქართველოს წლების განმავლობაში აქვს ჩამოყალიბებული და რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას შევინარჩუნოთ მშვიდობა და კეთილდღეობის ზრდის ის ტემპები, რომელიც ჩვენ გვაქვს, იმ რეგიონული გაურკვევლობები და ტურბულენტობაში, რომელსაც საქართველო გადის. მამუკა მდინარაძეს ვუსურვებ, ისეთ წარმატებას, როგორი წარმატებული პარლამენტის წევრი და უმრავლესობის ლიდერიც იყო. კიდევ ერთხელ, ვულოცავ მას, ამ თანამდებობაზე არჩევას,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა მამუკა მდინარაძე სუს-ის ხელმძღვანელად დაამტკიცა
0
0