
მინდა მოვუწოდო საელჩოებს, დონორებს და უცხოელ პოლიტიკოსებს, რომ შემდეგ ყალბი ნარატივის გავრცელებას ჯობია, რომ აქედანვე მოუწოდონ ნიკა გვარამიას გადაიხადოს გირაო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებაზე საუბრისას.
„ეს კინო ხომ ნანახი გვაქვს. გახსოვთ მელიას საქმე, როდესაც შემდეგ ევროკავშირმა გადაუხადა გირაო და საერთო ჯამში ამით წახალისდა რადიკალიზმი ოპოზიციის მხრიდან. მიდის ჩვეულებრივი პროცესი, იყო გირაოს შეფარდებული, შეეძლო ეს გირაო თავისუფლად გადაეხადა. გადახდაში არ იგულისხმება, რომ მაინცდამაინც ფული უნდა გადაიხადოს ადამიანმა და ჰქონდეს თანხა ანგარიშზე, გიორგი ვაშაძის და სხვების შემთხვევაში მოხდა უძრავი ქონების ჩადება გარანტიად. მასაც შეეძლო ასე მოქცევა.
მე მინდა წინასწარ მივმართო იმ ელჩებს, დონორებს და უცხოელ პოლიტიკოსებს, რომლებიც შემდეგ გამოდიან და განცხადებებს აკეთებენ. თითქმის ყოველ კვირა შეხვედრები აქვთ ოპოზიციასთან და იხუტებენ გულში. ნუ წააქეზებენ მათ კანონდარღვევაზე და თუკი წააქეზებენ, შემდეგ ნიანგის ცრემლები რომ არ იყოს ზოგიერთი ელჩის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ მათივე წაქეზებული კანონდარღვევის გამო ადამიანისთვის კანონიერი შედეგები შეიძლება დადგეს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
0
0