
მგონი, „ნაციონალურ მოძრაობას“ ერევა და სააკაშვილის პერიოდი ჰგონია, როცა საკონსტიტუციო თუ სხვა სასამართლოებს მითითებებს აძლევდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ და რა – არა. სარჩელი შეტანილია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა მივიდეს და საკუთარი ყურით მოისმინოს ის ბრალდებები, რომელიც მათ წინააღმდეგაა.
„რა უნდა თქვან? ჩვენი ბრალდებაა, რომ წამების სისტემა შექმნეს? იტყვიან, რომ არ შექმნეს და ტყუილია ის, რაც სტრასბურგის განაჩენში წერია და მთელმა ერმა გადაიტანა? – ყველა ბრალდებაზე მოუწევთ, საჯაროს მოისმინონ ყველა ბრალდება და პასუხი აგონ. საბედნიეროდ, 2012 წლის შემდეგ, ამ ქვეყანაში „ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ არაფერს ეკითხება. ჰგონიათ, რომ შეუძლიათ, ვინმეს მითითება მისცენ, მაგრამ სასამართლო თავად წყვეტს, რა უნდა გააკეთოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
1
0