
მაშინ, როდესაც გერმანიის ელჩი ამ პოსტს წერდა, ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც ის რამდენიმე დღით ადრე შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა, "ქართული ოცნების" თბილისის საარჩევნო შტაბს, ფაშისტური ყიჟინით, თავს ესხმოდნენ, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
როგორც შალმა პაპუაშვილი აღნიშნავს, მას ეს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა არ დაუგმია და არც ამ ექსტრემისტული ჯგუფის მხარდაჭერა გაუხმია უკან.
„მაშინ, როდესაც გერმანიის ელჩი ამ პოსტს წერდა, ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც ის რამდენიმე დღით ადრე შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა, "ქართული ოცნების" თბილისის საარჩევნო შტაბს, ფაშისტური ყიჟინით, თავს ესხმოდნენ. მას ეს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა არ დაუგმია და არც ამ ექსტრემისტული ჯგუფის მხარდაჭერა გაუხმია უკან.
ამიტომ, ელჩის მხრიდან, საპირისპიროს მტკიცება არასწორია, არ არის სიმართლე.
აკრედიტებული დიპლომატის მიერ, მასპინძელ ქვეყანაში, ექსტრემისტული ჯგუფების მხარდაჭერა ვენის კონვენციის 41-ე მუხლის უხეში დარღვევაა“, - წერს იგი.
0
0