
მარტივი კითხვაა, ევროკავშირის ელჩმა რატომ არ მოუწოდა თავშეკავებისკენ მოძალადე ჯგუფებს, როდესაც, ფაქტობრივად, მოაწყეს მცირე ომი, ზარბაზნის იმიტაციით ესროდნენ პოლიციელებს მაშხალებიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ დაგმო ყველანაირი ძალადობა და დაიწყო გამოძიებები, რომელმაც შედეგი უნდა გამოიღოს.
„ვნახოთ ახლა, რა გააკეთეს ევროკავშირის, საფრანგეთის, გერმანიის ელჩებმა, ევროკომისრებმა, კონგრესმენებმა. ვინც აფინანსებენ იმ ადამიანებს, რომლებმაც მაშხალები ესროლეს პარლამენტს და წვავდნენ, ესროლეს ქვები პოლიციელებს. ერთ პოლიციელს მხედველობა დააკარგვინეს, 100-ზე მეტი პოლიციელი დაზიანდა, ნახეთ, რუსთაველზე არსებულ შენობებს რა დამართეს. ფაქტობრივად, მოაწყეს მცირე ომი. ზარბაზნის იმიტაციით ესროდნენ პოლიციელებს მაშხალებიდან.
რა გააკეთა ევროკავშირის ელჩმა, ერთი სიტყვა თქვა, რომ გმობს პარლამენტის შენობაზე თავდასხმას? დავიჯერო, ასე ენანებათ იმის თქმა, რომ ქვის სროლა პოლიციელისთვის არ შეიძლება. ხომ უწყინარი ფრაზაა, რომელიც შეეძლო, ევროკავშირის ელჩს ეთქვა. განა ეს რამე ქირას ითხოვს, რომ ადამიანმა ეს თქვას? გახსოვთ, ერთი სიტყვით დაეგმო სხვა დროს ხმამაღლა მოსაუბრე რომელიმე ელჩს? 12 რეკომენდაციაში რომ ეწერათ, სიძულვილის და მკაცრი ენა, სად არის ეს ყველაფერი? ევროსიძულვილი, ევროძალადობა და ევროზიზღი, ევროპროპაგანდა შეიძლება? ეს რამენაირად აკეთილშეობილებს ზიზღს, სიძულვილს, ძალადობას და პროპაგანდას? ეს ხომ მარტივი კითხვაა, რატომ არ დაგმო ევროკავშირის ელჩმა არცერთი სიტყვით და არ მოუწოდა თავშეკავებისკენ მოძალადე ჯგუფებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0